-
2014-10-09 09:59
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გიორგი მარგველაშვილის მიერ „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტია და აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც საჭიროდ თვლის.
„მე ალბათ, არ გამოვდგები ამ თემის კომენტატორად. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას, არანაირი გაღიზიანება და მითუმეტეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ჩემთვის აქ როლს ნაკლებად თამაშობს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ფორბსთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, მისი და მთავრობის წევრების დამოკიდებულებასა და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებზე ისაუბრა.