
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე აცხადებს, ყველა ფინანსურად საინტერესო პოზიციებზე თამაზაშვილის ხალხი დგას.
ასე, რომ კალაძეს შეუძლია ან დაისვენოს ან საერთოდ გაეცალოს ამ სიტუაციას.
მისი თქმით, აქამდე ფინანსებს როგორც გენ-მდივანი, განკარგავდა კახი კალაძე, ამიერიდან ამ სფეროს ჯანყარაშვილი ჩაიბარებს.
„კალაძემ თავის თავზე ზედმეტი აიღო, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების თავისი ხალხით მოგება განიზრახა. შედეგად მიიღო მეორე ტური, რაც საკმაოდ მძიმე შედეგი იყო. ეს შემდეგ ღარიბაშვილმა ფულით და პოლიციის ჩარევით გამოასწორა.
ახლა აქვს რევანშის პერიოდი. თამაზაშვილი-ღარიბაშვილის კლანი მთავარ არტერიას ეპატრონება. თუ გადავხედავთ კონფიგურაციას, ყველა ფინანსურად საინტერესო პოზიციებზე თამაზაშვილის ხალხი დგას.
ასე, რომ კალაძეს შეუძლია ან დაისვენოს ან საერთოდ გაეცალოს ამ სიტუაციას. ვხედავთ, რომ თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ორ ეგზემპლიარად არის წარმოდგენილი, როგორც ღარიბაშვილი და როგორც ღარიბაშვილი.
მოკლეთ რომ ვთქვათ, ჯანყარაშვილის დანიშვნით ღარიბაშვილმა სამაგიერო კალაძეს გადაუხადა“, - განაცხადა თარგამაძემ.
newposts.ge