
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების სეკითხვებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დაადასტურა მზადყოფნა რამდენიმე გადაცემაში მონაწილეობის თაობაზე.
კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა "არჩევანში" მონაწილეობაზე, ხოლო "მაესტროს" მიწვევაზე დადებითი პასუხის გარდა, უთხრა, რომ ეს ტელევიზია მას ძალიან უყვარს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მინიმუმ ერთ კვირაში და მაქსიმუმ, ახალ წლამდე, ის გადაცემის წამყვანის ამპლუაში წარსდგება მაყურებლის წინაშე. სავარაუდოდ, მისი გადაცემა "ჯიდიესზე", კვირაში ერთხელ გავა ეთერში. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია გადაცემის ფორმატი და არც გავრცელებულ ინფორმაციაზე გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, რომ გადაცემის პროდიუსერი ეკა ბერიძე გახდება.