
ბიძინა ივანიშვილმა "მაესტროს" ჟურნალისტის შემოთავაზებას სტუდიაში მიწვევის თაობაზე უპასუხა, რომ ეს ტელევიზია ძალიან უყვარს და მისი ტელევიზიაა.
"მაესტრო განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი ტელევიზიაა... რატომ იცინით, მაესტრო ნამდვილად მიყვარს. ჩემი ტელევიზიაა, რამეთუ ჩვენ ერთად ვბრძოლობდით აქტიურად არჩევნების პროცესში და თქვენ გახსოვთ, რამდენად რთული იყო და მე ეს შეგნებულად ვთქვი, რომ მაესტრო ჩემი ტელევიზიაა.
ჩვენ ერთად ვიდექით და ერთად ვომობდით. დღევანდელობა არ მქონია მხედველობაში, მე არავითარი კავშირი არ მაქვს, როგორც საკუთრების მხრივ მაესტროსთან არავითარი კავშირი არ გამაჩნია. არც მქონია და არც მაქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.