-
2014-09-19 21:40
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი მისი კუთვნილი ბინის დაყადაღების ფაქტს ფეისბუქით ეხმიანება და აცხადებს, რომ ბინა,რომელიც მას მამამ უყიდა, გაურკვეველია, როგორ მოხვდა დასაყადაღებელ ქონებაში:
„დღეს გავიგე ქონების დაყადაღების შესახებ. იმ სიაში ჩემი ბინაც არის, სადაც მიშას პრეზიდენტობამდე ვცხოვრობდით და მერეც, ისევ ვცხოვრობთ.
20 წლის წინ, როდესაც გავთხოვდი მამაჩემმა ბინა მაჩუქა პეროვსკაიაზე, გავყიდე სამჯერ ძვირად, შემდეგ საბურთალოზე გადავედით, შემდეგ ისევ გავყიდე და გადავედით ბარნოვზე... ეს იყო 2002 წელში. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველანაიარდ მიუღებელია, რომ საუბარი იყოს ჩემს ბინაზე“, - წერს რულოვსი „ფეისბუქზე“.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.