- 
	2014-09-19 16:18	
 
		
	
 
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის  თქმით, დააყადაღებულია ყვარელში სააკაშვილის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლის ფართობიც 2 ჰექტარზე ნაკლებია.
 
 
 
 ასევე ყვარლის საცხოვრებელი სახლი 75 კვადრატული მეტრის ფართით; 
 
ბებიის მზია წერეთლის 500 კვადრატული მეტრი ნაკვეთი ოზურგეთში და მისი 10 წლის ავტომობილი "ტოიოტა რავ" 4; 
 
ასევე გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარზე ნაკლები ფართობის მიწის ნაკვეთი ყვარელში; 
 
მეუღლის სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში; 
 
ბებიის საკუთრებაში არსებული მშენებარე ბინა თბილისში და 17 წლის "ჰონდა აკორდი".