
რეზოლუცია, რომელზეც სენატი მუშაობს აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე აიყვანს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
"ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, გარკვეული პროცედურებია გასავლელი, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს რეზოლუცია საქართველოს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ყველა ძირითადი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა მედიაკომუნიკაცია, ეკონომიკა და ა.შ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებული აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად.