
გვიან, მაგრამ , გიორგი, გიფიქსირებ ჩემს ბოდიშს. ეს არის ის, რაც უნდა გაეკეთებინა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, ეს პირადად მე დაგვიანებით გავაკეთე, მაგრამ ჩემი გულწრფელობაში იმედია ეჭვი არ შეგაქვთ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომაზე.
ფოფხაძემ გიორგი ღვინიაშვილს ბოდიში ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმესთან მისი დაკავშირების გამო მოუხადა.
მისივე განცხადებით, მაშინ ირაკლი ალასანიას განცხადება არ იყო სწორი და ირაკლი ალასანიას პიროვნებიან გამომდინარე მას შეუძლია თქვას, რომ მასავით ფიქრობს თავდაცვის მინისტრიც.
თუმცა ბოდიშის მოხდის მიუხედავად გედევან ფოფხაძე საპარლამენტო კომისიის შექმნას ეწინაარმდეგება, რადგან მისი თქმით ეს პოლიტიკური მანიპულაციის გაგრძელება იქნება.
,,ქართული ოცნების“ წევრები ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებდნენ ჩვილი ბარბარე რაფალიანცის პოლიტიკურ ნიადაგზე მკვლელობა, კონკრეტულად ამ საქმეში მონაწილეობას კი გიორგი ღვინიაშვილს აბრალებდნენ.