- 
	2014-08-26 10:05	
ნატო  არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში, რომელიც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გავრცელებული. 
 
 
"ეს არჩევნები ხელს არ უწყობს მშვიდობას და ვითარების გრძელვადიან დარეგულირებას საქართველოში. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. 
ალიანსი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმათ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში. 
 
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ  ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მას უკვე მიულოცა გამარჯვება.