დავით ბაქრაძე მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ პროკურატურის განცხადებას ეხმიანება

Image

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, პარლამენტის ექს-სპიკერი დავით ბაქრაძე ინგლისურ ბანკში მისი და მისი მეუღლის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. 

 

დავით ბაქრაძის განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვებგვერდზე, ასევე "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა:

 

მსურს გამოვეხმაურო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ.
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არც ერთ ჩემს შემოსავალსა თუ ანგარიშს არანაირი კავშირი არ აქვს კანონის დარღვევით ან თანამდებობის გამოყენებით მიღებულ რაიმე სარგებელთან.

 

რაც შეეხება HSBC ბანკთან ჩემს ურთიერთობას:
2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის. სახლის მესაკუთრე გახლდათ ჩემი სიმამრი, ლერი მეტრეველი. შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი.

 

სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე.

 

ასეთ ბანკად შერჩეულ იქნა HSBC, რომელსაც იმ პერიოდში თბილისში ჰქონდა ოფისი და შესაბამისად, შესაძლებელი იყო ანგარიშის ადგილზე გახსნა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც მაღალი რეპუტაციის ბანკი, HSBC ამოწმებს ყველა საბანკო შენატანის კანონიერებას. შესაბამისად, შემოწმდა აღნიშნული თანხაც და დადასტურდა, რომ ის წარმოადგენდა მართლაც სახლის გაყიდვით მიღებულ კანონიერ შემოსავალს.

მინდა ხაზი გავუსვა შემდეგ ფაქტებს:

 

1. თანხა წარმოადგენს კერძო პირის მიერ ქონების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს. შესაბამისად, მას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან;
2. თანხის გადამხდელი წარმოადგენს შვეიცარიის საელჩოს საქართველოში - შესაბამისად, გამორიცხულია ნებისმიერი ეჭვი გადახდილი თანხის კანონიერების ან მისი წარმომავლობის შესახებ;
3. სახლი გაყიდულია და თანხა მიღებულია 2002 წელს - შესაბამისად, გამორიცხულია კავშირი ჩემს მოქმედ თუ წინა პოლიტიკურ თანამდებობებთან, ვინაირად 2002 წელს საერთოდ არანაირი შეხება არ მქონდა პოლიტიკასთან.

აქვე არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი აღშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გრძელდება მოსმენის, თვალთვალის და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების დაუსჯელი პრაქტიკა. ფაქტი, რომ სრულიად გაურკვეველი გზით მოხდა კერძო წერილის გახსნა, წაკითხვა და ყალბი ანგარიშით ინტერნეტში ატვირთვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს,

რომ საქართველოს ხელისუფლება ფართოდ იყენებს და ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტების დევნასა და თალთვალს, აგრეთვე პირადი შურისძიების მიზნით პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !