
კანცელარიასთან მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო პატრულმა გადაიბარა.
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ლანა ღვინჯილიას განცხადებით, ეს ნივთები მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფილი პრეზიდენტის დავალებით მიიტანეს, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა.
მისივე თქმით, იყო დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის, რომლებმაც მასზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს.
პიჯაკები და პალტო პატრულის განკარგულებაში მანამდე დარჩება, ვიდრე არ გაირკვევა, თუ ვის უნდა გადაეცეს ისინი.
რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქიშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები.
მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები და პალტო მიიტანა.