„ივანიშვილი ვანოს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ისინი იყვნენ მტრები“

Image

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი მტრები იყვნენ.

 

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა ჰქონდა მასაც და  ვანო მერაბიშვილსაც.

 

„ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან კონკრეტული. ივანიშვილს  ვთხოვდით პროექტების გაკეთებას და აკეთებდა იმიტომ, რომ ჩვენ ვთხოვდით და არა იმიტომ, რომ ასე უნდოდა.

 

მერე ეტყობა მობეზრდა. რამდენჯერმე  სცადა ჩვენთვის შემოეთავაზებინა პირდაპირ ფული, ისევე როგორც შევარდნაძის ოჯახს აძლევდა, რაზედაც  მიიღო კატეგორიული უარი და იძულებული იყო, დაეფინანსებინა განათლებაში რაღაც პროექტები, ინფრასტრუქტურაში.

 

აფინანსებდა ჩვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ალბათ, ასე არიან მიჩვეული ოლიგარქები - სადაც არიან, იქ უნდა ასიამოვნონ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იყო ივანიშვილის რჩევა 7 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ ივანიშვილი იყო უკიდურესად გადამწყვეტი მოქმედებების მომხრე.

 

,,უფრო მეტიც, ვანოს ურჩევდა ყველანაირ ხრიკებს პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ისინი იყვნენ მტრები და ვანოსთვის ეს იყო საინტერესო, რადგან ერთმა რუსმა ოლიგარქმა უკეთ იცოდა მეორეს ჩვევები.

 

ისინი იყვნენ მტრები და ივანიშვილი მზად იყო, წასულიყო ბოლომდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !