„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა საფრთხე ვერ შეუქმნას დასავლურ მომავალს“

Image

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხს გამოეხმაურა.

 

 

„გუშინ, ტრადიციულად ქცეულმა ღამის სასამართლომ    პრეზიდენტს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ამით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებას აფრთხილებდა ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე, ამით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ახალ ეტაპზე გადადის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა და დევნა.

 

ამით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც გამთლიანების მაგივრად მოიტანს მეტ დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას.

 

ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენს თვალწინ ფორმირდება ახალი მსოფლიო წესრიგი, როდესაც უკრაინის მოვლენებისა და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ჩვენს თვალწინ ჩნდება წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარეს დგას დემოკრატიული მსოფლიო - ამერიკა და ევროკავშირი და მეორე მხარეს კი რუსეთი.

 

ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯს, რომლის წინააღმდეგ მას დაჟინებით აფრთხილებდნენ ჩვენი მოკავშირეები, დგამს ნაბიჯს, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა აშშ და ევროკავშირი.

 

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ მთავარი მოკავშირეებისგან გადაგვიყვანს წყალგამყოფის მეორე მხარეს, იქ, სადაც რუსეთია”, – განაცხადა ბაქრაძემ.

 

მისივე თქმით, ერთადერთი მხარე, რომელმაც ეს ნაბიჯი მოიწონა, რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.

 

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა არა ის, ყველაფერი გაეკეთებინა ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, არამედ ის, რომ განეხორციელებინა საკუთარი პოლიტიკური დევნის ამოცანა. ეს არის ის, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

 

მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანი, ვუთხრა, ის, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, არის ცუდი ჩვენი საერთო მომავლისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა საფრთხე ვერ შეუქმნას დასავლურ მომავალს. ამ მიმართულებით ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება”, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !