
ექსპერტი გია ხუხაშვილი ირაკლი კოდუას განცხადებას გოგა ხაინდრავას მკვლელობის დაკვეთასთან დაკავშირებით, პატარკაციშვილის სახელის შელახვის მცდელობად მიიჩნევს.
„ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი სისულელე, ლოგიკა არ არის ამ განცხადებაში. 7 წელი რატომ დუმდა კოდუა?
ახლა „ტელე-იმედთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომაც კოლექტიური სააკაშვილები ცდილობენ, (კოდუა კი ამ კოლექტიური სააკაშვილის ნაწილია) აღადგინონ ე.წ. გადატრიალების საფრთხე და პარალელურად ისაუბრონ იმაზე, თუ რა საშინელი პიროვნება იყო ბადრი პატარკაციშვილი.
ამაზე ცდილობენ ყველაფრის აგებას, რომ შემდეგ თქვან, ყველა საშინელება რომელსაც ისინი აკეთებდნენ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იყო მიღებული.
ძალიან მარტივი კითხვა მაქვს და ამას კოდუამ უნდა უპასუხოს, 7 წელი ნამუსს უნახავდა ბადრის? თუ წესიერი კაცია და ფეხსაცმელში მოსასმენი აპარატურა არ ჩაუდია?", - აცხადებს ხუხაშვილი.