
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკითხს, პარლამენტის მხრიდან მის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურის ჩაგდებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაწუეყებლის ეთერში გამოეხმაურა.
„როცა პარლამენტს პრემიერის მიერ შერჩეული მინისტრები წარვუდგინე, მათ ხმა მისცეს, თუმცა, ჩემს მიერ შერჩეული მოსამართლეები ჩააგდეს.
მე ამას გაუგებრობას არ ვუკავშირებ, მე ამას ვუკავშირებ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ყველას გააჩნია თავისი წილი პასუხისმგებლობა და ყველა მოქმედებს თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე.
ეს არ არის გაუგებრობა, ეს არის მიმდინარე პროცესი. რომ გითხრათ, ჩემთვის სტრესულია ეს პროცესი-თქო, ნამდვილად არა.
წარვადგინე - არ მიიღეს, წარვადგენ შემდეგ ჯერზე", - აცხადებს პრეზიდენტი.