
აღნიშნულის თაობაზე სოდ-ის ყოფილმა უფროსმა „კურიერთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, პატარკაციშვილს მისი გუნდის ოთხი წევრის მკვლელობა სურდა, რაც მისი გათვლით, ხელისუფლებას დაბრალდებოდა.
„ეს იყო გოგა ხაინდრავა და დანარჩენ სამ ადამიანზე სიას მომაწვდიდა.
ის იცილებდა მისი გუნდის ისეთ წევრებს, რომ საზაგადოება 100%-ით ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა", - აღნიშნა ერეკლე კოდუამ.
სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ბადრი პატარკაციშვილთან ლონდონში შეხვედრის სხვა დეტალებიც გაიხსენა.
„რომ ჩავედით, მივედით სასტუმროში, სადაც მოხდა ფეხსაცმლის ქუსლში აპარატის დამონტაჟება. დაგვხვდა სამი ადამიანი. შეგვამოწმეს. პატარკაციშვილთან საუბარი იყო ორ საათზე მეტი.
ილაპარაკა პუტინზე, რომ იცნობდა 20 წლის წინ, როცა სპეცსამსახურებში მუშაობდა, როგორ უხდიდა ფულს, აჭმევდა, როგორი დაუნახავია, როგორი წვლილი შეიტანა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო და როგორ დაუწყო აქეთ ბრძოლა", - აღნიშნა მან.