-
2014-07-30 11:16
მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო.
კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად.
ჩვენ ამ და სხვა დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://iipdigital.usembassy.gov/st/english/texttrans/2014/07/20140729304605.html#axzz38tmH859r