
ახალ მთავრობას ნდობა 89 დეპუტატმა გამოუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციამ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა .
შეგახსენებთ, რომ ცვლილება 7 მინისტრს შეეხო, საიდანაც 5 მთავრობის შემადგენლობას საერთოდ დაემშვიდობა, 2-მა კი უწყება შეიცვალა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გახდა, სასჯელაღსრულების მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი- დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - გელა დუმბაძე.
რაც შეეხება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. რეგიონული განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს დაცვის მინისტრი გახდა.