კუბლაშვილმა ღარიბაშვილი აქეთ დაადანაშაულა

Image

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ბევრი ასეთი ავყია ადამიანი დადის  სასამართლოში და განცხადებებს აკეთებს.

 

ეს მოსამართლეებისთვის უცხო არ არის და ისინი უმკლავდებიან ასეთი რიგითი მოქალაქეების, თუ სხვა მხარეთა წარმომადგენლების მხრიდან ასეთ შეფასებებს. 

 

„მათ აქვთ უფლებამოსილება, თუ ადამიანი დარბაზიდან ადგება და რაღაცას იტყვის, მაშინვე დააჯარიმონ, ან გააძევონ დარბაზიდან, ამიტომ ეს ფაქტი თავისთავად არავითარ საფრთხეს არ ქმნის, ამ დროს კი არ სჭირდებათ მოსამართლეებს დაცვა, როცა თვითონ აქვთ შესაძლებლობა, არამედ მაშინ, როცა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეთა მიმართ თავდასხმები ხდება.

 

მეც ძალიან გაოცებული ვარ ირაკლი ღარიბაშვილის პასიურობით მაშინ, როდესაც მისი მთავრობის წარმომადგენელი, მინისტრი გამოდის და მოსამართლეებზე  ტელევიზიის პირდაპირი ეთერით პირდაპირ ზეგავლენას ახორციელებს. ძალიან გაოცებული ვარ, რატომ არ გამოდის ის, რატომ პასიურობს და არ ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი გავლენის მცდელობა მოსამართლეებზე.

 

პირდაპირ ეთერში მოსამართლეების სახელებსა და გვარებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ესენი არ მოგვწონს და ესენი არ უნდა იყვნენ მოსამართლეები. ეს მინისტრი ამბობს, რომ კონიუნქტურულ გადაწყვეტილებებს იღებენ მოსამართლეები.

 

ჩემი აზრით, აი, მაშინ უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, არ უნდა იყოს პასიური და უნდა თქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასეთი კომენტარები არის პირდაპირ ზეგავლენის მცდელობა მოსამართლეთა წინააღმდეგ”, - განაცხადა კუბლაშვილმა

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  უკრაინის შს ყოფილი მინისტრის, იური ლუცენკოს მიერ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. იური ლუცენკომ აღნიშნა, რომ მოსამართლეს უფრო ეშინოდა მერაბიშვილის, ვიდრე მერაბიშვილს - მისი.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონსტანტინე კუბლაშვილს უნდა დაეცვა მოსამართლის ღირსება და ძალიან საეჭვოა, რატომ არ გააკეთა არანაირი რეაგირება. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !