სად, როდის, როგორ ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას

Image

ამ დღეებში, როცა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და პროდასავლურად განწყობილი ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას აღნიშნავს, ალბათ, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, როდიდან დაიწყო საქართველომ ევროპისკენ, ევროკავშირისკენ სწრაფვა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, რა ხდებოდა კატალიზატორი და რა - ხელისშემშლელი ფაქტორი ამ პროცესში.

 

 

ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 2010 წელს გაიხსნა. კეტრინ ეშტონმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში ოფიციალურად გახსნა მოლაპარაკები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

 

უფრო ადრე კი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა.

 

1995 წელს თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა (დელეგაცია) გახსნა. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (PCA) ).

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედია. 1996 წელს მიღებული ეს შეთანხმება, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში, თავდაპირველად ათი წლის ვადით იყო მიღებული, თუმცა ამიერიდან ის ყოველ წელს, ავტომატურად, ერთი წლით გაგრძელდება. შეთანხმება ითვალისწინებს ფართომასშტაბიან თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკური, საკანონმდებლო და კოლტურული თანამშრომლობის სფეროებში.

 

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საშუალებით, რომელიც აუქმებს კვოტებს ვაჭრობის სფეროში და იცავს ინტელექტუალური, საწარმოო და კომერციული საკუთრების უფლებას, მხარეებმა ერთმანეთს მიანიჭეს უპერატესი ხელშეწყობის რეჟიმი. 2005 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქარველოს მიანიჭა პრეფერენციების ზოგადი სისტემით (GSP+) სარგებლობის უფლება.

 

ეს უფლება 2008 წელს გაგრძელდა. GSP+ ითვალისწინებს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას და ტარიფების ცალმხრივად შემცირებას. 2003-2004 წლებში ევროკომისიამ შეიმუშავა ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის მიმართულება – ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ხაზების თავიდან აცილება და გამყოფი ხაზების ნაცვლად ყველასთვის კეთილდღეობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

2004 წლის 14 ნოებერს საქართველოს ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში (ENP) მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ევროკავშირსა და საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს იქნა მიღებული. სამოქმედო გეგმა პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს. ის ხუთი წლის ვადით იყო შემუშავებული. მისი განხორციელება დაეხმარა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებების შესრულებას, განამტკიცა კავშირები თანამშრომლობის ახალ სფეროებში და დაეხმარა საქართველოს მიერ დასახული ამოცანის – ევროკავშირის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრირების – შესრულებაში.

 

2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა), რომლის მიზანი იყო საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს უფრო მტკიცე პოლიტიკურ თანამშრომლობას ევროკავშირთან, კერძოდ, მთელი რიგი ახალი ასოცირებული შეთანმხებების ხელმოწერის პერსპექტივას და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირებას ღრმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანმხმებების საშუალებით.

 

2010 წელს გაიხსნა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი: კეტრინ ეშტონმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში ოფიციალურად გახსნა მოლაპარაკები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !