-
2014-06-27 13:52
ალექსი პეტრიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ცერემონიის შემდეგ გადაღებულ პირველ სელფს აქვეყნებს, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს სტატუსით მიმართავს.
„გილოცავთ ჩემო ევროპელო ქართველებო! დღეს ვიზეიმოთ, დღეს ვიამაყოთ. არავინ არ გავლანძღოთ და მადლობისთვის არავინ დაგვავიწყდეს“- ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელიდან.
დილიდან ვნერვიულობთ, სასიამოვნოდ ოღონდ. საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე დადგა, შენს ქვეყანას წარმოადგენ, ყველას წინაშე წელგამართული - ერის მამების თუ ჩვენი შვილების და როგორ არ ვინერვიულო?! არც ევროკავშირირის წინაშე ვართ ვალში. ამ საზეიმო დღეს დილიდან გმირი ანწუხელიძე გამახსენდა.
მადლობა მას! მადლობა თავგანწირვისთვის! მადლობა ძალის, მაგალითის მოცემისთვის! სულ თვალწინ მიდგას ლევან მიქელაძე. მისი შეუდრეკელი სახე ეუთო-ში გამოსვლის დროს, კეთილი ღიმილი ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვედრის, თუ თბილისის ქუჩებში პატარა თუ დიდი ევროპელი ქართველების მხარდამხარ. მადლობა ლევანს!
გილოცავთ ჩემო ევროპელო ქართველებო! დღეს ვიზეიმოთ, დღეს ვიამაყოთ, არავინ არ გავლანძღოთ და მადლობისთვის არავინ დაგვავიწყდეს!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა და ომახიანად მიმართა ევროკავშირს, მიმართა თავის ერს მშობლიურ ენაზე.
მამული, ენა, სარწმუნოება - ასე მოვედით ამ დღემდე და ასე შევდივართ ყველაზე ძლიერი გაერთიანების მთავარ შესასვლელში. გილოცავთ!
P.S. ბრიუსელში ლუქსემბურგის მოედანზე ქართული დროშა ფრიალებს.
27 ივნისი. 2014 წ. ბრიუსელი".
