„ოცნების“ წევრმა საკუთარი გუნდის იაღლიშები ჩამოთვალა

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მმართველ გუნდში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ წამოჭრილ პრობლემებს ააშკარავებს.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უსუსურობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ხონში მეორე ტურში გავიდა ადამიანი, რომელიც ციხეში ზის.

 

„ეს არის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი, ყოფილი გამგებელი ჯიბუხაია. ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, მას აქვს გამარჯვების შანსი და სასამართლო იძულებული გახდება გაათავისუფლოს.... თავად ის ფაქტი, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ამარცხებს სახელისუფლებო კანდიდატებსაც კი, ეს შენს სისუსტეზე მიანიშნებს და არა მის სიძლიერეზე...

თუ არ დავსხედით, თუ არ გავაანალიზეთ რა მოხდა, წინ წაწევა გაგვიჭირდება. საქართველოში არჩევნები დღეს არც დაწყებულა და არც დამთავრებულა, ჩვენ მოვდივართ 2012 წლის არჩევნებიდან და ამ მინდორზე იმდენი ნაღმია დარჩენილი, ზოგ ადგილში ჩვენ ავფეთქდით.

 

თუ ახლა ნაღმებს არ მოვიშორებთ, მოვა კიდევ საპარტლამენტო არჩევნები და უფრო ბევრ ადგილზე ავფეთქდებით.

 

სოსო ჯაჭვლიანი ამათ ძალიან გაანაწყენეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კაცს მოუგონეს, უბნებზე მთვრალი დადიხარო და ცნობაც კი ააღებინეს, რომ მთვრალი არ იყო. სოსოს ეგონა, თუ მაშინ გაჩუმდებოდა, ადგილობრივ არჩევნებში სიტუაცია შეიცვლებოდა. მე ვარ, სოსო ჯაჭვლიანია თუ სხვები არიან, ამ ყველაფერზე პასუხები გვინდა.

 

იქნებ ჩვენ დავაშავეთ რამე? კი ბატონო, საკრებულოებში, მათ შორის თბილისშიც, ჩვენი კანდიდატები გავიდნენ, გავიმარჯვეთ, მაგრამ არის საკითხები, რაც არ იმალება. ბევრი ისეთი გავიდა, ვისაც მე ახალი სახელი მოვუგონე და ახლა უნდა დავაპატენტო – მაგათ ჰქვიათ „ნაცოცები“.

 

იცოცეს „ნაცებიდან“, გადმოცოცდნენ „ოცნებაში“, ახლა მანდატები ჩაიდეს ჯიბეში და არიან „ჩვენიანები“, 41 ნომერი უწერიათ. უკაცრავად, ეგენი ჩემიანები ვერასოდეს იქნებიან. ჩემიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დარჩნენ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ძალიან ცდება.

 

რამდენიმე დღის წინ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, საკრებულოში ისევ ის ხალხი შემოვიდა, ვისაც უსაშველო პრემიები აქვს აღებული, მაგ პრემიებს ცხვირიდან ძმრად ვადენო. თუ ალეკო ამას გააკეთებს, საზოგადოებას ძალიან მოეწონება...

 

ირაკლი ახალგაზრდა კაცია და მინდა, რომ წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყოს, მაგრამ თუ მას იმის საშუალებას არ მისცემენ, დეპუტატებს დაელაპარაკოს, მაშინ არაფერი გამოვა. როდესაც მეუბნებიან, თქვენი ხედვა წარმოგვიდგინეთ, რეკომენდაციები მოგვიტანეთო, ამ ყველაფერს რომ გააკეთებ და არაფერს გაითვალისწინებენ, როგორ უნდა მოიქცე?

 

იცი რა გააკეთა ზოგიერთმა „ნაციონალმა“, რომელიც „ოცნებაში“ გადმობარგდა 2012 წლის შემდეგ? შემოვიდნენ ჩვენთან, თავი გადაირჩინეს და ამ არჩევნებში ბურჯანაძის პარტიიდან იყარეს კენჭი. ეს არ არის განსახილველი საკითხი?

 

თუ რომელიმე დეპუტატს რამე არ მოსწონს, ამისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ის უნდა წავიდეს. ბოდიში რაა... ჩვენ პარლამენტში არ მივსულვართ რევერანსებისთვის და რაღაცეების მოსაწონებლად, ჩვენ მივედით ქვეყნის ასაშენებლად. მე ხაზგასმით ვამბობ: კოალიციიდან ის ხალხი კი არ უნდა წავიდეს, ვისაც გული სტკივა და პრობლემებზე ლაპარაკობს, არამედ ის ხალხი უნდა წავიდეს, ვინც ამას ხელს უშლის!

 

მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მაქვს სხვა პრეტენზიებიც: 20-მდე პროექტი შევიდა თავის დროზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩემი რაიონიდან. ეს პროექტები სახელმწიფომ დააფინანსა, თანხები გადაირიცხა, მაგრამ 4 დასაგები გზიდან დაიგო მხოლოდ ორი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ორი კი საერთოდ ისე მოატოვეს.

 

ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ. მე ხალხს დავპირდი, რომ გზები დაიგებოდა. ეს ხალხი მხარს გვიჭერდა, მაგრამ ახლა თავი უნდა ვიმართლო ვიღაცების უნიათობისა და ფულისმოყვარეობის გამო?“, - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.

 

 

 „ალია“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !