-
2014-05-30 12:33
ოპოზიციური პარტიების კანდიდატები, რომლებიც პროპორციული ან მაჟორიტარული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან.
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორანიზაციები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით ამ ეტაპზე საუბარია 32 კანდიდატზე, რომელთაც უკვე მოხსნეს კანდიდატურები ზეწოლის შედეგად. ისინი ძირითადად, არ აკონკრეტებენ თუ ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. ძირითადად ზეწოლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ.
"ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებზე, თუმცა დაფიქსირდა სხვა პოლიტიკური ძალების კანდიდატებზე ზეწოლაც. მუქარა ძირითადად ოჯახის წევრების მიმართ გამოიხატება, რომ ისინი გათავისუფლდებიან სხვადასხვა დაკავებული თანამდებობიდან.
ამას აქვს მასშტაბური ხასიათი. ზეწოლაში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი თვითმართველობის თანამდებობის პირები, ასევე გაჟღერდა დეპუტატის და მოქმედი გამგებლების სახელებიც, ასევე სამართალდამცავების ჩართულობაც დაფიქსირდა", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს, არ გადაამეტონ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ყველა მსგავს შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, საქმის კურსში ჩააყენონ საზოგადოება.