ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ მხარეს მადლობას უხდის დახმარების მზადყოფნის გამო

Image

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო განცხადებას ავრცელებს. პრემიერი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და რუსულ მხარეს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის:

 

"დარიალის ხეობაში მესამე დღეა ვებრძვით სტიქიას. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაკარგულად ითვლება - შვიდი. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამსახურებმა დროული დახმარება აღმოუჩინეს უკრაინის მოქალაქეს და ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა უკრაინელი მოქალაქის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახს. 

 

ადგილზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. ჩვენი სამსახურები თავდაუზოგავად მუშაობენ და განაგრძობენ სამაშველო და ყველა სხვა აუცილებელ ოპერაციებს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტიქიის განმეორების საფრთხე. პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ!

 

ასევე, მადლობას ვუხდით რუსეთის მხარეს ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით დახმარების შემოთავაზებისთვის. შექმნილ რთულ ვითარებაში მათ ოპერატიულად გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის. 

 

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ვითარება, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ვინც ამ დახმარებას საჭიროებს.“– ნათქვამია განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !