
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი, რომელიც მთავრობის კანცელარიის შენობაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას ეხებოდა.
ცესკომ სარჩელი დააკმაყოფილა და სამართალდარღვევათა ოქმი სასამართლოში გადაიგზავნა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაჯარიმდება თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია.
მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პრემიერმინისტრი 2.000 ლარით დაჯარიმდა, უზუსტობას შეიცავს - ჯერ ერთი, ცესკო არაა უფლებამოსილი, ვინმე დააჯარიმოს და მეორეც, სამართალდარღვევათა ოქმის ადრესატი არა კონკრეტულად პრემიერი, არამედ მთავრობის ადმინისტრაციაა.