
„ევრაზიის კავშირის“ ქართველმა და რუსმა მხარდამჭერებმა თბილისში ჩაატარეს სემინარი, სადაც „ევრაზიის კავშირში“ საქართველოს ინტეგრაციის საკითხი განიხილებოდა.
სემინარი ევრაზიის ინსტიტუტში ჩატარდა და ის ლევ ლევ გუმილიოვის მოსკოვის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. მასში ცენტრის დირექტორი პავლე ზარიფულინი მონაწილეობდა, ხოლო ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ გულბაათ რცხილაძე, გიორგი ვეკუა, კოტე ჩიკვილაძე, ირაკლი ყიფიანი და ქართული მართლმადიდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.