
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მანან კობახიძის თქმით, მას სულ ჰქონდა განცდა, რომ უსმენდნენ. ამის სესახებ კობახიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
„როგორც „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების შინაარსიდან ჩანს, საუბრები განხორციელებულია იმ პერიოდში, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. სააკაშვილს უშუალოდ ექვემდებარებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამ სამსახურს ყველა ტექნიკური საშუალება ჰქონდა, რომ მოესმინა ყველასთვის. შესაბამისი აპარატურა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ინახებოდა, თავის დროზე ინახებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
ერთმანეთთან საუბრისას კიდეც ვხუმრობდით, რომ ალბათ კიდევ გვისმენენ. ეს განცდა მუდმივად მქონდა, რომ ეს ადამიანები კიდევ გვისმენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში ჩვენ ვიყავით, რადგან მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და მის სამსახურებს ყველა ტექნიკური საშუალება ჰქონდათ, რომ მოესმინათ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.