
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რადგან არსებობს საშიშროება უკანონო მოსმენებით მოპოვებულ მასალებს უცხოური ქვეყნების სპეც სამსახურებიც ფლობდნენ.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ საქართველოში არ არსებობს უკანონო მოსმენების პრობლემა.
გუშინ კი ყველამ ერთად ვიხილეთ ტოტალური მოსმენებისა და თვათლვალის მასშტაბურობის მაგალითები. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც ხელყოფს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებას.
უსმენენ ყველას - პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავისუფალ სივრცეში საქმე გვაქვს სახელმწიფო ისნტიტუტების გადაგვარებასთან, რაც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს.
ამიტომ, „ნაციონალური მორაობა“ მოუწოდებს პრეზიდენტს, სასწრაფოდ მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული საკითხები.
რადგან თუ ასე თავისუფალ ცირკულაციაში ეს მასალები, შესაძლებელია მას უცხოური ქვეყნების სპეც სამსახურებიც ფლობდნენ“, _ განაცხადა წიკლაურმა.