
გამორიცხავთ, რომ შესაძლოა, თქვენც თვალთვალის ობიექტი იყოთ?“, - ამ შეკითხვით მანანა კობახიძეს დღევანდელი „პოზიციის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მიმართა.
მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ მას ჩანაწერების არ ეშინია და არ გამორიცხა, რომ „შესაძლოა, ნიკა გვარამიას ჩასაფრებული მეგობრები გვისმენდნენ. აქ ვართ, ბატონო ნიკა და თუ რამე გაქვთ, გვაჩვენეთ... ასეთი მუქარა არაერთხელ მოგვისმენია თქვენი გუნდის მხრიდან: ჯერ მოვისმინეთ, რომ სულს ამოგვხდიდნენ, მერე გიგა ბოკერიას მეუღლე გვპირდებოდა ჯოჯოხეთის მოწყობას, ახლა ნიკა გვარამია გვპირდება, მაგრამ საზოგადოება მათ იმის საშუალებას არ მისცემს, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი ჯოჯოხეთი მოაწყონ“, - თქვა მანანა კობახიძემ.
„თუ დანაშაულს ჩავიდენ, უნდა მომისმინონ, მე ახლა ნამდვილად არ მისმენენ“, - დაამატა მანანა კობახიძემ.