
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 26 მაისს აღლუმი სავარაუდოდ არ გაიმართება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის კომენტარი ამ მოსაზრებას ამყარებს: ის მიიჩნევს, რომ 26 მაისის აღლუმზე დიდი პომპეზურობა საჭირო არ არის.
„ყველა ვთანხმდებით, რომ დიდი პომპეზურობა არ არის საჭირო, ალბათ უფრო მეტი სახლხო ზეიმი უნდა იყოს, საერთო სახალხო ზეიმი. კომისია გადაწყვეტს და იმსჯელებს ამ თემასთან დაკავშირებით“,- აღნიშნავს გია ვოლსკი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმზე ზედიზედ მეორეჯერ უარის თქმამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში.