
ის რომ საქართველო გაჩერებულია ლუის ნავაროსა და NDI-ს ბრალი არ არის,–,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი კახა კალაძის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც ენერგეტიკის მინისტრმა NDI–ს ტენდენციურობაში დასდო ბრალი.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურში არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს.
,,კახი კალაძეს მინდა ავუხსნა, რომ ბატონი ნავაროს და NDI-ს ბრალი არ არის, რომ საქართველო გაჩერებულია. კვლევა არის სარკე და ამ სარკემ აჩვენა, რომ ადამიანები, ამომრჩევლები, არიან ტოტალურად იმედგაცრუებულები ქვეყნის განვითერებით.
ისინი არიან იმედგაცრუებულები სამუშაო ადგილების შემცირებით, კრიმინალის ზრდით, ბიუჯეტის გარღვევით. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია და მას აქვს ძალიან დიდი შანსი ბევრ ქალაქსა და რეგიონში მეორე ტურში მოიგოს არჩევნები, “- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა