
NDI-ს კვლევებს, არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ენდობა და მათ მიმართ, პესიმისტურადაა განწყობილი.
მისი თმით, NDI-ს თბილისის ოფისი მასში ნდობას არ იწვევს. მაია ფანჯიკიძემ ისიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მტკივნეულად ახსოვს ის 12 %-ი, რომელიც NDI-მ ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ დაუწერა.
,,მე, მათ მიმართ, საერთოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა თავად ამ ინსტიტუტის მიმართ, მისი თბილისის ოფისი ჩემში განსაკუთრებულ ნდობას არ იწვევს, რადგანაც მე ჯერ კიდევ ძალიან მტკივნეულად მახსოვს ის 12%-ი რომელსაც NDI უწერდა ,,ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ. ხოლო შედეგი მოგეხსენებათ იყო 65%,“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.