ანტიდისკრიმინაციული კანონი პუტინის დავალებაა. რუსეთი საქართველოში ივანიშვილის მორჩილი მთავრობის გამოყენებით ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციას აწყობს, - აცხადებს ილია ჭაჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე.
"ეს ყველაფერი პროვოკაციაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პუტინი ახორციელებს. ეს კანონპროექტი სპეციალურად და გამიზნულად შემოიტანეს - რუსმა პოლიტექნოლოგებმა კარგად იციან რაზე რეაგირებენ ქართველები და შესაბამისად როგორ მართონ ისინი.
ამ კანონის განხილვის მიზანია მოკლე მესიჯი ხალხისადმი - ევროპა და ევროკავშირი გვაიძულებს დავაკანონოთ მამათმავლობა, აქ გათავებულია, არცა აქვს მნიშვნელობა შიგ რა და როგორ წერია. სინამდვილეში ეს სიცრუეა! სწორედ ევროკავშირის წინააღმდეგ, ასოცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ, ხალხის აჯანყება სურს რუსეთს და ივანიშვილი თავისი მორჩილი უმრავლესობის მეშვეობით ხალხის ევროკავშირის წინააღმდეგ აჯანყებას ცდილობს.
აქედან, ევრაზიულ კავშირს ,,გაუმარჯომდე” ერთი ნაბიჯია. ყოველგვარი დისკრიმინაცია ისედაც კონსტიტუციით და კანონმდებლობით აკრძალულია, დიდი სიბრძნე არ უნდა იმას, რომ ახლა ამ კანონის მიღება და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სინამდვილეში ვის წისქვილზე ასხამს წყალს.
ერთის მხრივ მოსახლეობას აგიჟებენ ევროკავშირმა ეს რა გვაკადრაო, მერეს მხრივ ევროპას უჩვენებენ, ხედავთ, ქართული საზოგადოება და ეკლესია დისკრიმინაციის მომხრეაო. აი ასე- პრორუსი ხელისუფლება- ივანიშვილის დავალებით- პუტინის დავალებას ასრულებს ევროკავშირის სახელით!", - აცხადებს ჩხეიძე.
GHN-ის მიხედვით