ზაქარეიშვილი: ვიცი, რატომ მეძახის პრორუსს სააკაშვილი - მე ვამხელდი მას, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა

Image

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის გვარს პრორუსულად განწყობილთა შორის იმიტომ ასახელებს, რომ მას ამხელდა.

 

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა „რეაქციაში“ განაცხადა, როცა გადაცემის წამყვანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ მასზე, ალასანიასა და ვოლსკიზე გამოთქმული მოსაზრებების კომენტირება სთხოვა;

 

„თუკი ამქვეყანაში მხოლოდ მე, ალასანია და ვოლსკი ვართ პრორუსულები, ეს მხოლოდ მიხარია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა, შემდეგ კი დაამატა:

 

„მე ხომ ვიცი, ვინ ვარ და რამდენი რამე გამიკეთებია. მე ვარ ერთადერთი, რომელიც 2006 წლიდან იმეორებდა, რომ სააკაშვილი თამაშობდა რუსულ თამაშს, რომ ის მოქმედებდა კრემლის სცენარით, ამბობდა, რომ თითქოს პუტინი იყო კეთილი, რომ მას თვალებში ჩახედა და რომ თითქოს პუტინს არ აინტერესებს ცხინვალი...

 

აი, ამიტომ ვყავარ ყელში გაჩხერილი სააკაშვილს, ამიტომ მიწოდებს მე პრორუსს, რადგან მე ვიყავი ერთადერთი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მას უწოდებდა პრორუსს. მან ჩააბარა ქართული მიწები რუსეთს, ჩვენი მიზანი კი არის მაქსიმალურად მოზომილი ურთიერთობა რუსეთთან და თანდათანობითი დისტანცირება რუსული ორბიტიდან“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

პაატა ზაქარეიშვილი პროკურატურის მიერ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის დაბარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მის დაპატიმრებას არავინ გეგმავდა, კითხვებზე პასუხები კი უნდა გაცემულიყო:

 

„რაც შეეხება სააკაშვილის დაპატიმრებას, არავინ უპირებდა მას დაპატიმრებას, მან თავისი თავი თვითონ დააპატიმრა, მან თავის თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი, როცა მოკურცხლა საქართველოდან“.

 

პაატა ზაქარეიშვილმა იმის გამოც გამოთქვა წუხილი, რომ ჟურნალისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს დიდ ყურადღებას უთმობენ:

 

„დღეს ჩვენი საზოგადოების უბედურება სწორედ ის არის, რომ ჟურნალისტები თავიანთ სამუშაო გრაფიკს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ ბოდვებზე აგებენ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა „რეაქციაში“.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !