
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, სადაც ავტომანქანა თბილისის ერთ-ერთ უბანშია გადაღებული. მანქანას რუსული სახელმწიფო ნომრები აქვს, რეგიონული დანომრვით კი ის ჩრდილოეთ ოსეთიდანაა.
რაც არანაკლებ საინტერესოა, ავტომანქანას უკანა საქარე მინასთან ახლოს აქვს ე.წ. "მწვანე კაცუნების" სიმბოლო - "გეორგიევსკის ლენტი", რითაც ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. სამოქალაქო თავდაცვითი რაზმები, იგივე სავარაუდო რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები გადაადგილდებოდნენ.