-
2014-04-10 09:40
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე საქართველოში, სამთავრობო წრეებში არსებულ განწყობებსა და მოლოდინს რუსეთთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ადარებს.
ამ ფონზე ის ირაკლი სესიაშვილისა შს მინისტრის, ასევე ტრისტან წითელაშვილის განცხადებებს იხსენებს.
გივი თარგამაძე „ფეისბუქზე“ წერს:
„პუტინმა ობამასთან სატელეფონო , ფაქტიურად, დააანონსა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანა, რაც, ფაქტობრივად, სამხრეთის გაგრძელებაზე ბლიცკრიგსაც ნიშნავს და საბოლოოდ რუსების ისედაც მათს კონტროლს ქვეშ მყოფ დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკამდე გასვლას, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის თვითგამოცხადებული მთავრობის უპრეცედენტო განცხადების ფონზე იმის შესახებ, რომ მოლდოვას რესპუბლიკასთან სამშვიდობო პროცესმა აზრი დაკარგა და დროა გამოცხადდეს მოლდოვის რესპუბლიკის დაშლა.
უკრაინის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტებს დანებებისთვის 48 საათიანი ულტიმატუმი დაუწესა პარასკევის დილის 11 საათამდე. უარის შემთხვევაში ჩატარდება ძალოვანი ოპერაცია საჭიროების შემთხვევაში იარაღის გამოყენებითა და დაუმორჩილებლების ლიკვიდაციით. აღმოსავლეთ რეგიონებში შეიყვანეს სამხედრო ტექნიკა, ჯავშანმანქანები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს პერსონალური და ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ძალაში შევა, თუ რუსეთი გააგრძელებს ძალადობის ესკალაციას და არეულობის ინიცირებას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსებს ღიად დასდო ბრალი ამ ტერიტორიებზე არეულობის ორგანიზებაში ფიზიკურ მონაწილეობაში.
შვედეთმა სავარაუდოდ ჩათვალა რუსეთის სამხედრო აგრესია მის წინააღმდეგ.
კვლავ ჩნდება ინფორმაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დამატებითი შეიარაღებისა და სამხედრო ნაწილების გადასროლის შესახებ.
ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია.
ამავე დროს:
საქრთველოს შსს მინისტრი კვლავ ვერ ხედავს საფრთხეს რუსეთის მხრიდან და საბურავებითაა შეშფოთებული.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პასუხისმგებლობას იღებს ჯავახეთში იდილიურ სიმშვიდეზე.
"პოლიტპატიმარი", ჯავშანჟილეტების მომპარავი და გამყიდველი ტრისტან წითელაშვილი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხ „ორტ“-ზე კიევში ქართველი სნაიპერების გაგზავნაში, მაიდნელების დახოცვის ორგანიზებაში და თბილისში ანალოგიური ანტისახალხო მაედნის მომზადებაში გვადანაშაულებს მე და გიორგი ბარამიძეს, რითაც, ნაწილობრივ, ბუნჩულა შს მინისტრის მოსაზრებას იმეორებს.
ორივეს გამონათქვამები რუსულ მედიაში ძალზე პოპულარულია. წითელაშვილის ვერსიას სენსაციურს და მაიდნის დახვრეტაში რუსების მონაწილეობის საბოლოოდ გამომრიცხავს უწოდებენ.
ჩემს ძმას ფინანსურ პოლიციაში ყოვლად უსაგნო ათსაათიან დაკითხვას არ აკმარებენ, დილის ოთხ საათზე თბილისის აეროპორტში, იქ, სადაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყაჩაღი ფარცხალაძის ძმაა, საზღვარზე არ უშვებენ, ამ დროს ფინანსურის გამომძიებელს არეკინებენ და ამ გახსენებაზე იმავე დღეს კიდევ ერთ დაკითხვაზე იბარებენ, ცოტა ხანში კი, ჩემი ჟურნალისტთან ზარის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლიან და საზღვარს უხსნიან.
ამასობაში მოკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოში ჩემი პროცესი გრძელდება...“