-
2014-04-07 23:45
"კითხვარები მოაზროვნეთათვის" - ასე ჰქვია ბროშურას, რომელიც 2013 წელს თემურ აბაშიძემ გამოსცა და რომელიც საჯარო სკოლებში იყიდება.
ბროშურა განკუთვნილია მოზარდი ინტელექტუალებისთვის, როგორც აღწერაშია ნათქვამი, მე-5 - მე-8 კლასელებისთვის. ის 2,5 ლარი ღირს და შედის დამხმარე ლიტერატურაში, რომლებსაც გამომცემლობები, პედაგოგთა რეკომენდაციით, სკოლებში გასაყიდად აგზავნიან.
ბროშურის ერთერთ გვერდზე, 34-ე ვარიანტის მეორე შეკითხვა ასეა ფორმულირებული:
"რომელი პოლიტიკოსის მეუღლესთან არის დაკავშირებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობა?", პასუხებს შორის კი ჩამოთვლილია:
A - დავით ბაქრაძის;
B - ბაჩანა ახალაიას;
C - ვანო მერაბიშვილის;
D - გივი თარგამაძის.
ბროშურას პედაგოგები მოსწავლეთა დონის ამაღლების მიზნით იყენებენ და მისი გამოყენება, სავარაუდოდ, ნებადართულია საჯარო სკოლებში განათლების სამინისტროს მიერ.

