-
2014-04-07 18:52
„დეპუტატ ვალერი გელაშვილს ვენესუელის ხელისუფლება ფულის გათეთრების მოტივით ეძებს.
ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მიიღო ინტერპოლის მოთხოვნა, მაგრამ მერაბიშვილმა ეს მოთხოვნა დააიგნორა“ – აცხადებს „პრაიმერთან“ კარგად ინფორმირებული სახელისუფლო წყარო.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ანალოგიური მოთხოვნა ვენესუელის ხელისუფლებისგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 თვის წინაც მიიღო. საქმე ეხება ვენესუელაში დეპუტატ ვალერი გელაშვილის ბიზნესსაქმიანობას და ამ კომპანიებში ფულის გათეთრების შესახებ დაწყებულ გამოძიებას.
წყაროსვე ინფორმაციით, ოფიციალური ცნობები ამ საქმეზე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისში ინახება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „პრაიმერთან“ საუბარში არც ვანო მერაბიშვილის პერიოდში ვალერი გელაშვილის ინტერპოლით ძებნის ფაქტს ადასტურებს და არც 8 თვის წინ მიღებულ ანალოგიურ მოთხოვნას. „პრაიმერი“ ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილს, მაგრამ მისი ტელეფონი გასული იყო მომსახურების ზონიდან.
სააგენტო „პრაიმერი“
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29