
ამერიკელი ისტორიკოსი ანდრეი ანდერსენი რუკას აქვეყნებს, სადაც უახლოეს პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფების კონკრეტული მარშრუტებია მიმოხილული. აგრესიის ობიექტთა შორის ისარი საქართველოზეც მიანიშნებს.
ანდერსენი წერს, რომ ვლადიმირ პუტინი აუცილებლად შეიყვანს ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში, მანამდე კი ის შეიჭრება საქართველოსა და მოლდოვაში.
მისივე თქმით, ამის შემდეგ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას გეგმავს, რადგან იცის, რომ მიტაცებულ ყირიმს ვერ შეინარჩუნებს, თუკი, მინიმუმ, ნახევარ უკრაინაზე არ დაამყარებს კონტროლს.
„პუტინი ამას არ დაჯერდება და სესაძლოა, ნატოს წევრ ქვეყნებზეც აღმართოს ხელი, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები და, შესაძლოა, პოლონეთიც“, - წერს ისტორიკოსი.
მისი თქმით, სურს სჯეროდეს, რომ ცდება, მაგრამ უკრაინას არც ძალუძს და არც სურს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.