-
2014-03-21 22:33
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გადაცემა „რეაქციაში“ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზომიერებით გამოირჩევა.
„როდესაც გავრცელდა ფოტოშოფით დამუშავებული ფოტოები, რომელიც წელიწადნახევარია, პროკურატურას აქვს, დაიბარეს ლევან ჩაჩუა და დაკითხეს. რატომ ატვირთა ვიღაც ჰაკიმ ფაშამ ფოტოები იუთუბზე? ბუნებრივია, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს ჰაკიმ ფაშა არიან ღარიბაშვილი და ივანიშვილი.“
უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით შედარებით ზომიერი პოზიციით გამოირჩევა.
„ამ ფოტოების გავრცელებით შეურაცხყოფილია ზურას ყველა მეგობარი, ასეთი ქმედება დაუშვებელია, ზურაბ ჟვანიას სახელს ტალახში სვრიან.“ - დაამატა მან.
„ერთი მესიჯბოქსი არსებობს, რომელსაც ღარიბაშვილი წამოიწყებს და შემდეგ ყველა თუთიყუშივით იმეორებს, ამას სჭირდება გამოძიება, რადგან სხვანაირად ჟვანიას საქმესთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს პასუხი არ გაეცემა.
თუ უჩინმაჩინი პროკურორი გვეყოლება, რომელიც ხალხმა არც იცის ვინაა, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობისთვის ეს მხოლოდ ოპონენტთან ბრძოლის ხერხია და არა სიმართლის დადგენისა“. - განაცხადა უგულავამ.