
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირების ჩატარების გამო ახალი საქართველოს ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აკრიტიკებს.
"ამას რა ჰქვია არ ვიცი... როგორ შეიძლება პიარის გულისთვის და ვიწრო პოლიტიკურ ამბიციების გამო, ამ ვითერაბაში ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა და ინფორმაციის გავრცელება? სიტყვები არ მყოფნის", — წერს პრეზიდენტი ფეისბუქზე.
გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტი აქვს და ის დღეს, 23 მარტს პირდაპირ ეთერში გაიკეთა.