vivus.ge-ს ბლოგი ხშირად გიამბობთ საინტერესო ფაქტებზე და ეს სტატიაც ამ სტილის პოსტების სერიიდანაა. დღეს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ, რამდენიმე ნივთს გაგაცნობთ.
სანამ Vivus.ge-ს ბლოგი რეკორდული ფასის მქონე პროდუქტებზე გიამბობთ, შეგახსენებთ, მცირე ფინანსური პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება გახლავთ ონლაინ სესხები.
მათ შორის საუკეთესო ალტერნატივა კი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი vivus.ge გახლავთ, სადაც onlain sesxebi ყველაზე ხელსაყრელ პირობებში, სულ რაღაც 5,7%-ში გაიცემა.
სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.vivus.ge
რაც შეეხება რეკორდულ ფასად გაყიდულ ნივთებს, მათი რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი
ამ სტატუსის მფლობელია პაბლო პიკასოს შედევრი „ბიჭი ჩიბუხით“ რომელიც ნიუ-იორკის აუქციონზე 140 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ნახატზე გამოსახულია უცნობი პარიზელი ბიჭი და პიკასომ ის 24 წლის ასაკში შექმნა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი
ავტომობილების ისტორიაში ყველაზე მაღალფასიანი ავტომობილი 2,4 მილიონ ევროდ გაიყიდა.
ეს გახლდათ 24 კარატიანი ოქროსგან, პლატინისგან და ალმასებისგან დამზადებული ბუგატი ვეირონი.
აღნიშნული ავტომობილი ბრიტანელმა და შვეიცარიელმა სცეციალისტებმა დაამზადეს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ინსტრუმენტი
მუსიკალურ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახლავთ 1741 წელს დამზადებული ვიოლიონო.
ის 2010 წელს 18 მილიონ დოლარად გაიყიდა ჩიკაგოს ერთ-ერთ აუქციონზე.
აღნიშნული ინსტრუმენტი იტალიელი ჯუზეპე გუარნერის მიერ არის დამზადებული.
ვიოლინოს ამჟამინდელი მფლობელი გახლავთ ბრიტანელი ბანკირი იან სტოკერი, რომლის კოლექციაშიც ჯუზეპე გუარნერის მიერ დამზადებული 140 ვიოლინოა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მაღაზია
ამ სტატუსის მფლობელია აშშ-ში მდებარე მაღაზია სახელად Bijan. აქ მამაკაცის ერთი კოსტიუმის ფასი 50 ათასი დოლარია, ერთი წყვილი წინდა კი 50 დოლარი ღირს.
მაღალი ფასის მიუხედავად მაღაზია კლიენტების ნაკლებობას არ უჩივის. მისი მომხმარებლების სიაში სხვადასხვა დროს იყვნენ: რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუშ-უმცროსი, ბარაკ ობამა, ტონი ბლერი, ვლადიმერ პუტინი, არნოლდ შვარცნეგერი, ტომ კრუზი და სხვა ცნობილი ადამიანები.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერება
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძვირფასი ნივთიერებების ათეულში ოქრო საერთოდ ვერ ხვდება, ბრილიანტი კი მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს.
პირველი ადგილის მფლობელი კი გახლავთ ანტიმატერია. მისი ერთი გრამი 62 ტრილიონი დოლარი ღირს.
ანტიმატერია გახლავთ ნივთიერებებისა და ანტინივთიერებების შეჯახების შედეგად გამოყოფილი ენერგია. მეცნიერთა განმარტებით თუ ანტიმატერიის კაცობრიობისთვის სტაბილიზაცია მოხდება, ეს ძალიან ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას და სწორედ ეს მოსაზრება განსაზღვრავს აღნიშნული ნივთიერების მაღალ ფასს.
vivus.ge-ს ბლოგი დაფინანსებულია