"ჩიქოვანი: ყველა შეზღუდვა, რაც ჩვენს ქვეყანაშია უფრო გამკაცრდება"ამის შესახებ, პრემიერიმინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“აუცილებელია დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და აუცილებელია. დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავრჩეთ სახლში.
მინდა გითხრათ, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები, შეზღუდვები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. თითოეულ სამინისტროს და სახელმწიფო უწყებას მიეცა ისნტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა ის შესაძლო შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს”-ამბობს ჩიქოვანი.