
როგორც ელისო კილაძემ "აფხაზეთის ხმას" განუცხადა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პროგნოზირება უკვე რთული გახდა.
"ხელისუფლებამ დღეის მდგომარეობით უნდა იფიქროს მხოლოდ კომპრომისებზე, არავითარ შემთხვევასი ძალისმიერ მეთოდზე, არავითარ შემთხვევაში აქციის დარბევაზე და არავითარ შემთხვევაში ლიდერების დაპატიმრებაზე. სამართლიანი არჩევნების წართმევა ეს არის ყველაზე ფუნდამენტური უფლების წართმევა საზოგადოებისთვის. " - აფხაზეთის ხმას განუცხადა ელისო კილაძემ.
კითხვაზე - "თუკი "ქართული ოცნება" არ წავა კომპრომისზე რა მოხდება?" ქრონიკა პლიუსის მთავარ რედაქტორს არ აშინებს სიტყვა "რევოლუცია" და ის პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ვერ გააგრძელებს მუშაობას და მოხდება შენობის სრული პიკეტირება.