
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები მივიდნენ და აქციას მართავენ შეძახილებით „წადი“.
აქტივისტების ამ განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა. მიუხედავად ამისა პროტესტანტებმა მაინც მოახერხეს „ქართული ოცნების“ ოფისის წინ საღებავებით დაეწერათ სიტყვები - „ სისტემა უნდა დაინგრეს“.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი დიდი ხნით არ აპირებენ ოფისთან გაჩერებას, რადგან კვლავ უნდა შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციას.