
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა შედგა.
შეხვედრის მიზანი არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის განხილვა იყო.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით მას წინ კიდევ ბევრი შეხვედრა აქვს გასამართი როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წევრებსა და მის კოლეგებთან.
„რაც გუშინ მოხდა ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას“ - განაცხადა კარლ ჰერცმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველივე მოსმენით ჩააგდო.