
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა.
კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ოქიაშვილს ბრალად ედებათ ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის ჯემალ შამათავას უკანონო დაკავება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დაცვის მხარე გირაოს სახით მათ გათავისუფლებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.