
ამ დროისთვის მოძრაობა „სირცხვილიას“ და შეცვალეს“ აქტივისტების მიერ პარლამენტის შესასვლელი გადაკეტილია.
მათი მთავარი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განაგრძობენ აქციის გამართვას.
გიგა მაქარაშვილის თქმით აქტივისტები პარლამენტის სამივე შესასვლელის ჩაკეტვას გეგმავენ და არ აპირებენ დეპუტატების შენობიდან გამოშვებას.
„ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ყველა მას ემორჩილება.“ - ამბობს აქციის ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი