
საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ფონზე განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
მისი თქმით 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნები დასრულებულია.
„ამ ქვეყანაში შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს გადაიხდის მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექმნა, ეს არის „ქართული ოცნება. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.