-
2019-11-13 16:16
მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მალე დაიწყებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერიიდან 1.5 მლნ ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია კუს ტბის გზას სრულად ჩაუტარდება და 20 000 კვ.მ ასფალტის საფარით დაიფარება.
„კუს ტბასთან მისასვლელი გზა დღეისთვის მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, განსაკუთრებით უქმეებზე, როდესაც დამსვენებლები იქ ოჯახებითა და შვილებით ადიან. მომდევნო დღეების განმავლობაში, დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოებს, რომელიც სწრაფად დასრულდება, რადგან იქ არ გვიწევს მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა .“ - განაცხადა თბილისის მერმა
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14